საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადიციაზე უარი თქვა
რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა, დათა ახალაიას ექსტრადიციაზე. საბერძნეთში იმყოფებიან უმცირესობის დეპუტატები აკაკი მინაშვილი და როლანდ ახალაია, ასევე დათა ახალაიას ოჯახის სხვა წევრები.
შეგახსენებთ, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას, გირაოს სახით, 100 000 ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.