საქსტატი: 2025 წლის აპრილში მშპ 7.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.

2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; სამთო-მოპოვებითი მრეწველობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობისა და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-აპრილის საშუალო რეალური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები