საქსტატი: 2025 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,5% შეადგინა, მიმდინარე წლის ოთხ თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,8%-ით განისაზღვრა
2025 წლის აპრილში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,5% შეადგინა, მიმდინარე წლის ოთხ თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,8%-ით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მრეწველობამ, მშენებლობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებმა შეიტანა.