„ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ასობით უვადო პატიმარი გვყავს“
წინა ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ასობით უვადო პატიმარი გვყავს, მათი საქმეების შესწავლა უნდა დაჩქარდეს და ამ საქმეს როგორმე ეშველოს,- აღნიშნული გაცხადება “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ხშირად ადამიანებს უვადო პატიმრობისთვის ისე სწირავდნენ, რომ მათი საქმეების რეალური შესწავლაც კი არ ხდებოდა.
„წინა ხელისუფლების დროს ისე არიგებდნენ უვადო პატიმრობებს, ისე წირავდნენ ადამიანებს და აძლევდნენ სასჯელის მაქსიმუმს, რომ საქმეების შესწავლაც არ ხდებოდა. დღეს შედეგად მივიღეთ ის, რომ 83 ადამიანს აქვს განაცხადი დაწერილი შეწყალებაზე. ამ კუთხით ძალიან სავალალო მდგომარეობაა და ძალიან კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალიწინებს იმ ფაქტს, რომ როდესაც უვადო პატიმრობას აძლევდნენ მოქალაქეებს, არ ხდებოდა საქმის რეალურად შესწავლა და, სამწუხაროდ, სტატიკისთვის წირავდნენ მათ, რომ დაემტკიცებინათ, როგორი ნულოვანი ტოლერანტობა იყო დანაშაულის მიმართ“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.