ირაკლი კირცხალია: მოვისმინეთ პრემიერის სიტყვა და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ნიშანდობლივი და საჭირო მესიჯები მთელი მსოფლიოსთვის
„მოვისმინეთ პრემიერის სიტყვა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ნიშანდობლივი, ხაზგასასმელი და საჭირო მესიჯები იყო მთელი მსოფლიოსთვის,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიამ ამ განცხადებით კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა. მოვისმინეთ პრემიერის სიტყვა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ნიშანდობლივი, ხაზგასასმელი და საჭირო მესიჯები იყო მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის ვინც აფასებს მსოფლიოში იმ ღირებულებებს, რომლის სადარაჯოზეც დგას ჩვენი გუნდი. პარტნიორული ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ არა მხოლოდ ჩვენმა მეგობრებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიგოს თუ სად დგას ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა კირცხალიამ.