თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ყველამ კარგად დავინახეთ, რა ერთობასთანაც გვაქვს საქმე
,,ყველამ კარგად დავინახეთ, რა ერთობასთან გვაქვს საქმე. თუ „დიფ სთეითი“ ეტყვის, რომ ერთად იყავით, ერთად არიან, როგორც კი რაღაც დირექტივა იქიდან დააგვიანებს, ერთმანეთის ჭამაზე გადადიან”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
შარმანაშვილი ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, რომ არჩევნები ტელეფონების საშუალებით ჩატარდეს.
„რაც შეეხება არაკონსტიტუციური მოთხოვნას, რომ ხელოვნურად შევქმნათ საქართველოში კრიზისი და ჩავატაროთ პარლამენტის ხელახალი არჩევნები – ეს არ იქნება და მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ.
ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ეს მობილური ტელეფონებით არჩევნების ჩატარება უფრო იუმორის სფეროა და ამაზე თქვენთან არ ვისაუბრებ. თუ მიმიწვევენ რომელიმე იუმორისტული გადაცემაში, იქ ვისაუბრებ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.