ზაზა შათირიშვილი: თუკი პირველი მსოფლიო ომი იყო ბრძოლა ნაციონალიზმებს შორის, მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, დღეს ზედაპირზე არის გეოპოლიტიკა, ხოლო სიღრმეში არის ღირებულებითი დაპირისპირება

თუკი პირველი მსოფლიო ომი იყო ბრძოლა ნაციონალიზმებს შორის, მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, რომლის ქვეშაც გეოპოლიტიკა იმალებოდა, დღეს ზედაპირზე არის გეოპოლიტიკა, ხოლო სიღრმეში არის ღირებულებითი დაპირისპირება, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ღირებულებით დაპირისპირებაში ერთმანეთს ებრძვის ორი პროექტი და ამიტომ არის ბრძოლის ველი ევროპა. ერთიანი ევროპა – პროექტი, რომელიც ჩაიფიქრა მეორე მსოფლიო ომის დროს სამმა ქრისტიანმა პოლიტიკოსმა, იდეა იყო ქრისტიანული ევროპა. ის ცნობილი 12 ვარსკვლავი, რომელიც არის ევროკავშირის დროშაზე, ეს არის ღვთისმშობლის გვირგვინი.

ერთმანეთს ებრძვის ორი ევროპა და დღეს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ზუსტად აღნიშნა, ორი დასავლეთი, კლასიკური დასავლეთი და დასავლეთი, რომელიც ლაპარაკობს ახალ გლობალურ პროექტზე, ახალი სოციუმის ფორმირებაზე. როდესაც ეს ორი პროექტი ერთმანეთს ეჯახება, ეს არის ანთროპოლოგიური სამოქალაქო ომის მდგომარეობა“, – აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები