ზაზა შათირიშვილი: დღეს ცივილიზაციური რღვევის პროცესთან გვაქვს საქმე – ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც ჩვენ მარადიულები გვგონია, თითქოს საკუთარ იდენტობას კარგავენ
ცივილიზაციური რღვევის თუ გარდატეხის პროცესთან გვაქვს საქმე, – ასე აფასებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„ის ინსტიტუციები, რომლებიც გვეგონა რომ ძალიან ნეიტრალურები და მიუკერძოებლები არიან, ასე არ აღმოჩნდა. როდესაც ხდება ამ ტიპის ცივილიზაციური გარდატეხა, ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც ჩვენ მარადიულები გვგონია, თითქოს კარგავენ საკუთარ იდენტობას და მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავინახოთ რა არის ფუნდამენტური“, – აღნიშნა შათირიშვილმა.