გიორგი ვოლსკი: რეალურად რატომ არ იღებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას იცით? თავის ამომრჩეველს რა უნდა უთხრას, რომ ჩავა სოფელში – ერთადერთი გეგმა მაქვს, რომ როგორმე საქართველო მოხვდეს უბედურებაში, რაც დღეს ტრიალებს მსოფლიოშიო?!
რეალურად რატომ არ იღებს [ოპოზიცია] არჩევნებში მონაწილეობას იცით? თავის ამომრჩეველს რა უნდა უთხრას, რომ ჩავა სოფელში და უთხრას, რომ ერთადერთი გეგმა მაქვს, რომ როგორმე საქართველო მოხვდეს ამ უბედურებაში რაც დღეს ტრიალებს რეგიონებსა და მსოფლიოშიო?! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენმა თანაგუნდელმა გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა კარგად, შეუკვეთეს ევროპა და სააკაშვილი ჩამოვიდაო. გაიხუმრა, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ამდენი სისხლი იღვრება, ამდენი ცრემლი, ამდენი ოჯახია გაუბედურებული და როგორ შეიძლება გინდოდეს და სურვილი გქონდეს, რომ ეს უბედურება ყველაფერი საქართველოში შემოზიდო?! რეალურად რატომ არ იღებს [ოპოზიცია] არჩევნებში მონაწილეობას იცით? თავის ამომრჩეველს რა უნდა უთხრას, რომ ჩავა სოფელში და უთხრას, რომ ერთადერთი გეგმა მაქვს, რომ როგორმე დავექვემდებაროთ პოლიტიკას, რომელიც უპირისპირდება მშვიდობის პროცესს და როგორმე საქართველო მოხვდეს ამ უბედურებაში რაც დღეს ტრიალებს რეგიონებსა და მსოფლიოშიო?!“ – აღნიშნა ვოლსკიმ.