გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ თავისი რესურსი და სახსრები გამოიყენა იმისთვის, რომ პირადი ფუფუნების პროცესი შეექმნა

ბიძინა ივანიშვილს ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ თავისი რესურსი და სახსრები გამოიყენა იმისთვის, რომ პირადი ფუფუნების პროცესი შეექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„დღეს ახალგაზრდებთან ერთად ვიყავით ჯიღაურას მეურნეობაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. 500-ამდე დაკარგული ვაზისა და ხეხილის ჯიში აღადგინა. ასევე კულტურის დარგში საგალობლები, სიმღერები შეკრიბა, გამოსცა, რა თქმა უნდა ექსპერტებთან ერთად. მადლობა ღმერთს საზოგადოების დიდი ნაწილი ისე არ ფიქრობს როგორც სააკაშვილი. გამათავისუფლეთო, შევვარდეთ მასთან და ვიცი ფული სადაც უდევს, წავიღოთ და გავიყოთო, ასეთი ყაჩაღური გეგმა აქვს და მადლობა ღმერთს, ხალხის უმრავლესობა ასე არ ფიქრობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები