გიორგი ვოლსკი – ნიკა მელიას დაკავებაზე: ცდილობს ამ სიტუაციიდან რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ სჩადის იმ დანაშაულს, რომელსაც კანონი არ აპატიებს

ურთულეს სიტუაციაში ჩავარდა ე.წ. ოპოზიცია, ძალიან ბევრი კითხვებია, მათ შორის საპარლამენტო კომისიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მელიამ საპარლამენტო კომისიაზე მოუსვლელობა უნდა დაახასიათოს როგორც მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა. ეს შეგინებაც მე ვფიქრობ, რომ განზრახ არის ჩადებული მის ქმედებაში და როდესაც პასუხები არ არის კითხვაზე, ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც იბარებენ და არ მიდის, ურჩევნია, რომ იყოს ამ მდგომარეობაში. ცდილობს აქედან იქნებ რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ სჩადის იმ დანაშაულს, რომელსაც კანონი არ აპატიებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები