საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს

საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან აქტივობა სოციალურ ქსელებში.

„საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა, შეიძლება, აეკრძალოს საქართველოს ბინადრობის მოქმედი ნებართვის მფლობელსაც კი. მოგზაურებს ვთხოვთ, მოგზაურობის წინ შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნის, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ მედიაში აქტივობა. საქართველოს ტერიტორიაზე ხელახალი შემოსვლა, შესაძლოა, განპირობებული იყოს ამგვარ დემონსტრაციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის მსხვილი ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდით“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე მსგავსი გაფრთხილება საქართველოში პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები