მახაშვილი – ბიძინა ივანიშვილზე: თუ მასთან ვინმე აპირებს საქვეყნო საქმეებზე საუბარს, მინიმუმ ძალიან გაუგებარია მაშინ, როდესაც ამავე დროს ეს ქვეყანა თუ მხარე შესაძლოა, ცდილობდეს სანქციების მარწუხებში მის მოქცევას

“თუ მასთან ვინმე აპირებს საქვეყნო საქმეებზე საუბარს, მინიმუმ ძალიან გაუგებარია მაშინ, როდესაც ამავე დროს ეს ქვეყანა თუ მხარე შესაძლოა, ცდილობდეს სანქციების მარწუხებში მის მოქცევას”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, აშშ-ს საელჩოს პასუხად ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა.

 

„ამიტომ, მას უჩნდება ბუნებრივი კითხვები, რომ თუ ჩვენ კონსტრუქციულ საუბარზე გვაქვს საუბარი, მაშინ რატომ არის ალტერნატივად ის არაკონსტრუქციული გარემო, ბუნება, რაც მართალია წინა ადმინისტრაციის, მაგრამ მაინც ეს პირობები ჯერ არის გადმოყოლილი აქეთ.

ერთადერთი სურვილი არის, რომ ურთიერთობები მოვაქციოთ კონსტრუქციულ, მეგობრულ გარემოში“, – აღნიშნა მახაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ამერიკული მხარის მიერ დაწესებული არაფორმალური და ფორმალური სანქციების და პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები