“ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, თუ რაიმე დეტალი იქნება საჭირო, ბუნებრივია, ამას უწყება [განცხადებას] გააკეთებს.
მიმდინარეობს გამოძიება, ამ კითხვებზე პასუხი, ბუნებრივია, გამოძიებას ექნება. იმ საკითხებზე, რაზეც ბრალდებულმა აქცენტი გააკეთა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება, მათ შორის მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ ორგანომ შესაბამისი განმარტება საზოგადოების წინაშე გააკეთა, შესაბამისად, ბუნებრივია, მიმდინარეობს გამოძიება და ეს ორგანო, უწყება კომენტარს გააკეთებს. მე დეტალურ კომენტარს ვერ მოგახსენებთ, იმიტომ, რომ მე საპროცესო ზედამხედველობას არ ვახორციელებ”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.