ჩანაწერი – „სააკაშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობს ?!“

უახლოეს მომავალში გავრცელდება ფარული ჩანაწერები, საიდანაც ერთ-ერთი ჩანაწერში საუბარია, თუ როგორ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ეთათბირება, როგორ უნდა განხორციელულიყო ივანიშვილის ლიკვიდაცია. სააკაშვილის გეგმის მიხედვით, სამთავრობო დაცვას უნდა გაენეიტრალებინა ივანიშვილის დაცვა მისივე შუშის სახლში, სამთავრობო დაცვაში შერეული კუდ-ის აგენტები პროვოკაციას მოაწყობდნენ, გაისროდნენ იარაღიდან,რასაც ივანიშვილის დაცვის მხრიდან მოჰყვებოდა სროლა და ამ ორმხრივ სროლაში მოკლავდნენ ივანიშვილს.
„ჩანაწერში ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი არ ეთანხმება სააკაშვილის ამ გეგმას და მას მეტად რისკიანს უწოდებს. გაღიზიანებული სააკაშვილი მერაბიშვილს კაბინეტიდან ითხოვს. სააკაშვილი რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა, ამის შესახებ ადრე „კვირის ქრონიკაც“ წერდა. მაშინ „ქრონიკა“ სააკაშვილისა და მერაბიშვილის თათბირის შესახებაც მოუთხრობდა მკითხველს და იმასაც აღნიშნავდა, რომ მერაბიშვილმა ვერ გარისკა ივანიშვილის ლიკვიდაციაში მონაწილეობა და მერე, ეს საქმე, სააკაშვილმა დათა ახალაიას დაავალა. თუმცა, მერე ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლების მაღალმა წარმომადგენლებმა, სააკაშვილს ამ გიჟური გეგმის განხორციელებაზე ხელი ააღებინეს. ისე, ამ ჩანაწერებში დათა ახალაია არაერთხელ ფიგურირებს. ეს ის დათა ახალაიაა, რომელზეც მიშამ ერთხელ განაცხადა, სულ ორჯერ მყავს ნანახიო. ეს ჩანაწერი 2011 წლის 11 ოქტომბერს არის გაკეთებული, ზუსტად იმ დღეს, როცა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა და განაცხადა,რომ ყველაფერს გააკეთებდა მის მოსაშორებლად“, – წერს „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები