მაია ბითაძე: მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს

“მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს,” – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია ერთი-ერთში იმეორებდა იმ ნარატივს, რასაც ქართველი რადიკალები დღენიადაგ აჟღერებენ.

„მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს. ერთი-ერთში იმეორებდა იმ ნარატივს, რასაც ქართველი რადიკალები დღენიადაგ აჟღერებენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამოყენებისა და ინსტრუმენტალიზაციის აქტიური პროცესი მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბითაძემ.

შეგახსენებთ, ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები