მახაშვილი – ნიკა მელიაზე: კანონს როცა უხეშად არღვევ და გირაოს არ იხდი, მზად უნდა იყო, რომ პასუხისმგებლობა აიღო

“კანონს როცა უხეშად არღვევ და გირაოს არ იხდი, მზად უნდა იყო, რომ პასუხისმგებლობა აიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„პროკურატურა რას მოითხოვს და სასამართლოს როგორი გადაწყვეტილება ექნება, ამის თქმა წინასწარ გამიჭირდება, როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იგივე მოლოდინი მაქვს, რაც ჯაფარიძესთან დაკავშირებით დადგა. იგივე მოლოდინი აქვს მასაც. ნიკა მელია კარგად აცნობიერებს იმ ფასს, რაც ამ პოლიტიკურ თამაშებს შეიძლება, მოჰყვეს. შესაბამისად, ეს ადამიანი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები