საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
„უდანაშაულო ვარ მე”, – ამის შესახებ “ბიტკოინების საქმეზე“ ბრალდებული, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.
“24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. 2 დღე მატარეს თვალებახვეული, შემდგომ ჩამტენეს თვითმფრინავში და ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.
მე წარმოდგენა არ მაქვს, იმ სახელმწიფოს რა უთხრეს, მაგრამ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის ამბავმა შეიძინა საერთაშორისო სკანდალი. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა ჩემი დაკავების კანონიერი მიზეზი”, – განმარტა ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, 27 მაისს სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.