შალვა პაპუაშვილი არჩევნების ტელეფონით ჩატარების იდეაზე: ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმა

“ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმა, რომლის მიზანი არის შემოსავლის მიღება და მოიკითხოს მედიამ, ვინ დგას ამ აპლიკაციის თუ პროგრამის შექმნის უკან,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მობილური ტელეფონების საშუალებით ჩატარების იდეასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თაღლითურად ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში და დღეს მოუწიათ ამ ყველაფრის აღიარება.

„რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას ტელეფონების აპლიკაციით და ასე შემდეგ, მარტივ კითხვას დავსვამ – იქნებ, ყველა ჟურნალისტმა მოიკითხოს, ვინ აწარმოებს, რომელი კომპანიაა თუ ვინ არის ეს. რაღაც ინფორმაცია ჩვენც გვაქვს და აბა, ერთი მოვიკითხოთ, ვინ აწარმოებს, შემთხვევით, ეს მისი რაღაც ბიზნესგეგმა ხომ არ არის? აბა, დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, თორემ ასეთ აბსურდულ რაღაც გეგმებს რომ აცხადებს, სხვა საკითხია. თუმცა, მე ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმა, რომლის მიზანი არის შემოსავლის მიღება და მოიკითხოს მედიამ, ვინ დგას ამ აპლიკაციის თუ პროგრამის შექმნის უკან.

რაც შეეხება ოპოზიციაში შიგნით დაპირისპირებას, ხომ დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ლელო“, ხაზარაძე და გახარია მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ხომ უარყოფდნენ ამ ყველაფერს, ხომ აღმოჩნდა, რომ ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს? თავიდანვე არ თქვეს, ჩვენ რომ ვამბობდით, რომ ვიცით ამის შესახებ და რეგიონში ოფისები გაამაგრეს და იწყებენ რაღაც მუშაობას, ამას ხომ უარყოფდნენ. აღმოჩნდა, რომ აქაც ატყუებდნენ ამომრჩეველს. ის თაღლითობა, რაც ისედაც არის ამ პარტიების გენეტიკურ კოდში ჩადებული, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. თაღლითურად ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, რომ „არ ვიღებთ მონაწილეობას [არჩევნებში]“ და დღეს მოუწიათ ამ ყველაფრის აღიარება. ასე რომ, ყველა ზუსტად ასე დალაგდება და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები