სააკაშვილმა „იმედის“ დარბევის გადაწყვეტილება ბოკერიასა და რამიშვილის მუქარის გამო მიიღო?

უახლოეს მომავალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდზე ფარული ჩანაწერების გავრცელება იგეგმება. ამის შესახებ გაზეთი „ალია“წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩანაწერი 2007 წლის 7 ნოემბრით თარიღდება, რომელიც შავნაბადას რეზიდენციაშია გაკეთებული.
„ჩანაწერის შინაარსის მიხედვით, ეს ის თათბირია, რომელზეც გადაწყდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა. დარბევის შესახებ ბრძანება გასცა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი მას ოპოზიციაში გადასვლით დაემუქრნენ, თუ სასწრაფოდ არ გაგზავნიდა სპეცრაზმს „იმედის“ დასარბევად. ამ თათბირს, მათ გარდა, ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა და ბაჩო ახალაიები, ამირან მესხელი, ერეკლე კოდუა, კახა ლომაია, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გელა ბეჟუაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი და დეპუტატი“, – წერს „ალია“.
გამოცემის წყაროს თქმით, ჩანაწერში გარკვევით ისმის მთელი თათბირის მიმდინარეობა, მათ შორის სააკაშვილის სატელეფონო საუბრები ამერიკელ სენატორებთან, ჯონ მაკკეინთან და აწ გარდაცვლილ რიჩარდ ჰოლბრუკთან.
„მათ სააკაშვილს „იმედის“ დარბევის ნებართვა მისცეს და იმასაც შეჰპირდნენ, რომ დასავლეთში ამ საქმესთან დაკავშირებით პრობლემებს თავად მოუგვარებდნენ. სენატორებმა ისიც უთხრეს სააკაშვილს, რომ ამ ყველაფრის თაობაზე გარანტიები, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისგან, დიკ ჩეინისგან უკვე ჰქონდათ მიღებული“, – წერს „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები