“თავის დროზე სანქციები დაწესებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, რომლის წინააღმდეგაც დღეს კონგრესში მიმდინარეობს გამოძიება, თუ რამდენად იაზრებდა მენტალურად პრეზიდენტი ბაიდენი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებდა” – პაპუაშვილი

“თავის დროზე სანქციები დაწესებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, რომლის წინააღმდეგაც დღეს კონგრესში მიმდინარეობს გამოძიება და პრეზიდენტი ტრამპიც ამის ერთ-ერთი თანაინიციატორია – თუ რამდენად იაზრებდა მენტალურად პრეზიდენტი ბაიდენი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ის იღებდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიფინგზე ისაუბრა.

“[გამოძიება] ამ სლოგანის ქვეშ მიდის – ვინ მართავდა მის საწერ-კალამს ხელმოწერის დროს. კონგრესს და პრეზიდენტ ტრამპს აქვთ ეჭვი, რომ ბაიდენის ჯანმრთელობის და მენტალური მდგომარეობა შესაძლოა, მას არ აძლევდა საშუალებას, გაეაზრებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. როცა ასეთი რაღაცების აღიარება ხდება, გამოდის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა საკუთარი გაუაზრებელი ქცევით გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, საერთოდ თავად იღებდა გადაწყვეტილებებს თუ იყოს ეს კარნახი და გაუაზრებელი ქცევები.

ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ამ გაუაზრებელი, სხვისი ხელით მართული კალმით ხელმოწერილი სანქციების [მოხსნა] საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მით უფრო მალე შეძლებს საზოგადოება დარწმუნებას, რომ „დიფ სთეითი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში სუსტდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის საელჩომ 28 მაისს „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები