გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია გირაოს გადახდა-არგადახდის სერიალის მეორე სეზონს იწყებს
,,ნიკა მელია გირაოს გადახდა-არგადახდის სერიალის მეორე სეზონს იწყებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ციხეში არ შევალო და შევიდა, ციხიდან არ გამოვალო და გამოვიდა, პარლამენტში არ შევალო და შემოვიდა, პუფი ვიქნებიო და მაინც შემოვიდა. მისი ეს არასერიოზულობა დასრულდა და ახლა ისევ მეორე სეზონს იწყებს, რომ გირაოს არ გადაიხდის.
ელჩებს შევახსენებ, რომ საკითხს როგორც მაშინ მიუდგნენ არასერიოზულად და შემდეგ გირაო ევროკავშირმა გადაუხადა, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მელიას დაკავება კანონიერი იყოო და ამით ევროკავშირის წარმომადგენლობა არ გაამართლა, იგივე უხერხულობაში არ აღმოჩნდნენ, როცა ნიკა მელია კანონის დარღვევას ისევ აპირებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.