გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობასა“ და მის ფილიალებში არჩევნებთან დაკავშირებით ვერასდროს შეთანხმდებიან, აქვთ ჩავარდნები, წინ საინტერესო პროცესი გველოდება

„ნაცმოძრაობასა“ და მის ფილიალებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერასდროს შეთანხმდებიან, რაც ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რომ არასერიოზულად უყურებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამომრჩეველს, ვინც მათ 2024-ის შემოდგომაზე ხმა მისცა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესო პროცესია მოსალოდნელი.

„ნაცმოძრაობასა“ და მის ფილიალებში ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება, სამწუხაროდ, ყოველთვის იყო, ერთ საკითხს ვერ მოიყვანენ, როცა „ნაცმოძრაობის” ყველა ფილიალი თუნდაც განცხადებასთან დაკავშირებით შეთანხმდა. იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, გირაო უნდა გადაეხადათ თუ არა. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერასდროს შეთანხმდებიან, რაც ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანები არასერიოზულად უყურებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავიანთ თავებს და ამომრჩეველს, ვინც მათ 2024-ის შემოდგომაზე ხმა მისცა. თვითონ ამბობდნენ, რომ ჯამში 800 000 ხმა ავიღეთო. ამ დროს, ეს ათასობით ადამიანი „გადააგდეს“ და თქვეს, რომ პარლამენტში არ შევალთო. ახლა თავისივე ამომრჩეველს რეგიონებში ეუბნებიან, რომ არათუ პარლამენტში არ გეყოლებათ თქვენი არჩეულები, არამედ საკრებულოშიცო. ეს მათი არასერიოზული მიდგომაა. რაც შეეხება საკითხს, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათი აბსურდული იდეაა, რომელიც ყოველთვის დამარცხდება. შესაბამისად, ამიტომ აქვთ შოკი, ჩავარდნები და ა.შ. „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალების მხრიდან წინ „საინტერესო პროცესი“ გველოდება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები