“კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს, რა შემთხვევაში უწყდებათ პარლამენტის წევრებს მანდატი, მათ შორის, გაცდენაც არის მითითებული” – თენგიზ შარმანაშვილი
“საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს, თუ რა შემთხვევაში უწყდებათ პარლამენტის წევრებს მანდატი, მათ შორის გაცდენაც არის მითითებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.
“ეს საქართველოს კონსტიტუციის დანაწესია, შესაბამისად, საპროცედურო კომიტეტი იმსჯელებს, დადგა თუ არა ეს გარემოება და მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. დანარჩენი მათი ნებაა, ჩვენ არც შემოსვლა დაგვიძალებია მათთვის და არც არ შემოსვლა. მელიას გადაწყვეტილებისა არ იყოს, ახლა მათ ხელშია ყველაფერი და თვითონ განკარგავენ თავიანთ ბედს. თუ თავიანთი ბედი ასე განკარგეს, შედეგებიც შესაბამისი იქნება”, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” გახარიას გუნდისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აპირებს.