ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, განაგრძობენ სტუდენტებთან შეხვედრებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე – იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი – ლევან ძნელაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს გააცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ამოცანები და მუშაობის სპეციფიკა, სრული ინფორმაცია მიაწოდეს სტაჟირების პროგრამის და შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის შესახებ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.