პაპუაშვილი – ვახტანგ გომელაურზე: მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარემოზე საქართველოში, ვსაუბრობთ კანონიერების უზრუნველყოფაზე საქართველოში

“მან თავად გააკეთა განცხადებაც და განმარტებაც ამასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვახტანგ გომელაურის მიერ შს მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

‘ვახტანგ გომელაური გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი, როგორც ვხვდები, თუ ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი არა საქართველოს მთავრობის კაბინეტში. მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარემოზე საქართველოში, ვსაუბრობთ კანონიერების უზრუნველყოფაზე საქართველოში.

როდესაც ვსაუბრობთ გარედან დაგეგმილ არეულობებზე, რევოლუციების მცდელობებზე, რომლებიც მოწოდებული იყო ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოყოლებული, ამ ყველაფერთან გამკლავება უწევდა ბატონ ვახტანგ გომელაურს და ამ ყველაფერს წარმატებითაც აკეთებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები