“მისასალმებელია ის მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იყო გაგზავნილი” – შალვა პაპუაშვილი

.”უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია ის მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იყო გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში “, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მილოცვაში ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი.

“ზუსტად ეს არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ვფიქრობ, ეს არის კარგი სიგნალი.

რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც ფეისბუქზე ვიხილეთ – პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს, უცნაურია – როგორც თვითონ საუბრობენ, რამდენიმე დღის წინანდელი ამბავს, მაინც და მაინც პრეზიდენტ ტრამპის უშუალო მილოცვის მეორე დღეს გამოეხმაურნენ, უფრო სწორად, ამ საკითხს მიაყოლეს ეს განცხადება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ განცხადებას რა მიზანი ჰქონდა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები