“ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია კვლავ მათ მხარდაჭერას იმ ტყუილების ფონზე, რომლებიც მათ 26 ოქტომბრის მერე იკადრეს” – ბოჟაძე
“ნიკა მელია როგორი პრინციპული პოლიტიკოსია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ამიტომ, მისი მხრიდან ვინმეს პრინციპებზე ლაპარაკი სასაცილოა”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
“ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და ეს აჩვენა მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, ამიტომ ეს მათი გადასაწყვეტია, ისევე – როგორც უკვე მერე ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია კვლავ მათ მხარდაჭერას იმ ტყუილების ფონზე, რომლებიც მათ 26 ოქტომბრის მერე იკადრეს, მოატყუეს პირველ რიგში საკუთარი ამომრჩეველი, თითქოს ისინი ერთიანები იყვნენ, რაღაც კოალიციურ მთავრობას შექმნიდნენ და ა.შ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ერთიანად, ცალ-ცალკე. ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ მხარდაჭერა ჩვენს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ მეათე საიუბილეო არჩევნებში”, – აღნიშნავს ლადო ბოჟაძე.