ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე: ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალს ვერაფერს იტყოდა, მითუმეტეს გააკეთებდა, წესით ოპოზიციისთვის დიდი ხანია ცნობილი უნდა იყოს

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალს ვერაფერს იტყოდა, მით უმეტეს გააკეთებდა, წესით ოპოზიციისთვის დიდი ხანია ცნობილი უნდა იყოს,”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისში მყოფ ევროპარლამენტარების და ხელისუფლების ოპონენტების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის წევრების სიტყვებში გაჩნდა არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდება.

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალს ვერაფერს იტყოდა, მით უმეტეს გააკეთებდა, წესით ოპოზიციისთვის დიდი ხანია ცნობილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ მათ სიტყვებში გაჩნდა არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდება. თუ მიიღებს ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას, მათთვის  და მათი ამომრჩევლისთვის იქნება კარგი. ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა აღარ აქვს ქვეყნის შიგნით და ის რეალურად ქვეყნის გარედან იმართებიან“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები