ირაკლი ქადაგიშვილი: იწყება სპეკულაციები, რომ ბაჩიაშვილი უნდა აწამონ და მოკლან
„იწყება სპეკულაციები, რომ ბაჩიაშვილი უნდა აწამონ, მოკლან. კლასიკური, პროპაგანდისტული საკითხების დაწყებაა, რომლითაც ყველა დამნაშავის გათეთრებას ცდილობენ ხოლმე გარკვეული ძალები,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ პიროვნებამ [ბაჩიაშვილმა] სხვისი ქონება მიითვისა, რაზეც შესაბამისი სასჯელი არსებობს. მუდმივად აპელირებდა პოლიტიკაზე, რომ თავისი დანაშაული პოლიტიკურ საბურველში გაეხვია და პოლიტიკური ინდულგენცია მიეღო. იწყება სპეკულაციები, რომ ბაჩიაშვილი უნდა აწამონ, მოკლან. კლასიკური, პროპაგანდისტული საკითხების დაწყებაა, რომლითაც ყველა დამნაშავის გათეთრებას ცდილობენ ხოლმე გარკვეული ძალები“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.