საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერევანში საქართველოს საელჩოს სტუმრად სომხეთის პრეზიდენტი ეწვია
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერევანში საქართველოს საელჩოს სტუმრად ეწვია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს და დიპლომატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.