ნონა გაფრინდაშვილი „სახალხო კრების“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

„სახალხო კრების“ თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი პოსტს ტოვებს, – ამის შესახებ მან გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში თავად განაცხადა. გაფრინდაშვილის თქმით, იგი პოლიტიკაში ჩარევას და აქტიურობას აღარ აპირებს.
“სახალხო კრებიდან“ ოფიციალურად წამოსული არ ვარ, მაგრამ, საერთოდ, ამდენი ხნის განმავლობაში აღარაფერი გამიკეთებია. თავმჯდომარედ ვითვლებოდი, ვიყავი, მაგრამ იმ ხალხში, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი, ჩათვალეთ, რომ პირობითად ვიყავი. დღეს არ ვთვლი, რომ ვინმეს თავმჯდომარე ვარ. უბრალოდ ასე მოხდა, ამირჩიეს და რა ვქნა? პირდაპირ ვამბობ, გააქტიურებას არ ვაპირებ-მეთქი და ამით ყველაფერი ნათქვამია. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ვთქვი, რომ პოლიტიკაში აღარ ჩავერეოდი“, – აცხადებს გაფრინდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები