26 მაისის ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის ატაშეთი იყო წარმოდგენილი
თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის ატაშეთი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა ელჩი რობინ დანიგანი.
,,კვირა” დაინტერესდა თუ რატომ არ დაესწრო ღონისძიებას ელჩი და აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოს დაუკავშირდა.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ელჩი სავარაუდოდ საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც ღონისძიებას ვერ დაესწრო.
,,ჩემი ინფორმაციით, ელჩი სავარაუდოდ, ქვეყანაში არ იმყოფება. მოგვმართეთ საელჩოს მეილზე და ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას მიიღებთ”,- ამბობენ საელჩოს პრესსამსახურში.
,,კვირამ” საელჩოს კითხვით მეილზეც მიმართა. ოფიციალური პასუხის მიღებისთანავე მედიაჰოლდინგი ინფორმაციას გაავრცელებს.