შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლებისთვის დღევანდელი დღის მოლოცვა, არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე
,,ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, რა თქმა უნდა ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე და მიხარია, რომ ამ მადლიერებას ვხედავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იყო მონაწილე ბევრი საერთაშორისო მისიისა მაშინ, როდესაც ნატოს ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ შტაბებში იმალებოდა.
„ჩვენ დამოუკიდებლობასთან ერთად გავხდით საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობით საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე. ჩვენ ვიყავით მონაწილე ბევრი საერთაშორისო მისიისა მაშინ, როდესაც ნატოს ზოგიერთი ქვეყანა იმალებოდა საკუთარ შტაბებში და 230-კაციან კონტინგენტს აგზავნიდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები, ეს ჯარისკაცები, რომლებიც დღეს აქ აღლუმზე იყვნენ, ავღანეთში წინა ხაზზე იდგნენ. რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე და ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, რა თქმა უნდა ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე და მიხარია, რომ ამ მადლიერებას ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.