საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ნიდერლანდების სამეფოს სახელით მსურს, ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართველოს“, – აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები