26 მაისს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ახალცხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს
26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ახალცხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.
“სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაეცნონ საქართველოს უნიკალური დაცული ტერიტორიების ისტორიას და ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოს ეროვნულ პარკებში.
12:00 – დან 18:00 – მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები;
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
საზეიმო ღონისძიება დასრულდება ზაზა მარჯანიშვილისა და “ნალი ბენდის”; მაია ბარათაშვილისა & ჯაზ ტრიოს; მარიკო ებრალიძის, ანა უზნაძის, თემო საჯაიასა და ტრიო “ბალადას” გალაკონცერტით.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე”, – წერია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.