ზუგდიდში ტაქსის მძღოლი მოკლეს – ბრალდებულის ვინაობა დადგენილია
ზუგდიდში სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი გოდერძი შამუგია მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლსა და ამნისტირებულ პატიმარს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. მიზეზი კი ფულის არ გადახდა გახდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც მძღოლი მოკლა. ამ დროსათვის კი, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.