ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინპინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსურს, გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს.

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებმა პროგრესი განიცადა, გაღრმავდა პოლიტიკური კავშირები და გაძლიერდა სტრატეგიული თანამშრომლობა.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას“,  – ნათქვამია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები