უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისალოც წერილში ტომაშ შუიოკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნგრეთის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!
ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალი მიმართულებების გაფართოებისთვის.
გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.
ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა,“ – ნათქვამია მისალოც წერილში.