ახალაიას ექსტრადირების საკითხზე საბერძნეთის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე საბერძნეთის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, სხდომის გადადება მოსამართლემ დამატებითი ინფორმაციის შესასწავლად მოითხოვა.
საბერძნეთში პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ. ახალაიამ სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას, გირაოს სახით, 100 000 ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.