ლუკაშენკო – “ჩვენ მომხრეები ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან ერთად”

„ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ოსების, ასევე აფხაზების მშვიდობიან ცხოვრებას ქართველებთან ერთად“, – ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ნიკოლაი როგაშჩუკის საქართველოში ბელორუსის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენი ურთიერთობები უკეთესი მიმართულებისკენ გადაიხარა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ჩვენდამი ძალიან კარგად არიან განწყობილნი. ძალიან აფასებენ ჩვენს ერს. ქვეყნის ხელისუფლებასთანაც ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მათ თავებში უტენიდნენ, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრებიც კი ვართ. ჩვენ ქართველი ერისთვის მოწინააღმდეგეები არასდროს არ ვყოფილვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ როგორც ოსები, ისევე აფხაზები, ქართველებთან ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ამაზე ისინი ჩამოყალიბდებიან – ერთ სახელმწიფოში ერთად, ფედერაციულად თუ როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არ ვერევით”,- თქვა ლუკაშენკომ.

აღსანიშნავია, რომ 9 მაისს, პუტინის აღლუმთან დაკავშირებით ლუკაშენკომ მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერებთან, ალან გაგლოევსა და ბადრა გუნბასთან შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები