ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული

„სამწუხაროა, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დეტალურად განიხილავენ „იმედის“ დარბევის დროს განვითარებულ მოვლენებს.

„საგამოძიებო კომისიის ამ სხდომაზე უკეთ, დეტალურად მოვისმენთ როგორ განვითარდა პროცესები. რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, არის ის, რომ „იმედში“ შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი დღეს სამწუხაროდ ამ მოძალადეების მხარეს არის გადასული. ვფიქრობ მათთვის კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს გაიხსენონ და აღიდგინონ ყველა ის მძიმე წუთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „იმედში“ შევარდნის დროს განიცადეს იქ მყოფმა და არა მხოლოდ იქ მყოფმა ადამიანებმა“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები