პესკოვმა უკრაინასთან სამომავლო შეთანხმების შესახებ მემორანდუმზე მუშაობას დინამიკური უწოდა

უკრაინასთან სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმზე მუშაობა, დინამიკურად მიმდინარეობს. პროცესის გაჭიანურება არავის სურს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არავის სურს პროცესის გაჭიანურება. ყველა დინამიკურად მუშაობს. მხარეები ცალ-ცალკე მოამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას”,- განაცხადა პესკოვმა.

მისივე განმარტებით, ასევე მიმდინარეობს მზადება ტყვეების 1000/1000-ზე პრინციპით გაცვლაზე, რაზედაც მხარეები წინა შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები