პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა

პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, №11 დაწესებულებაში, სადაც საჯარო სკოლა 9 მსჯავრდადებულმა დაასრულა, ბოლო ზარი ,,ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით აღინიშნა. ბენდის წევრებმა მსჯავრდადებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და მუსიკალური ნომრები მათთან ერთად შეასრულეს.

მსჯავრდადებულებმა წარადგინეს საკუთარი შემოქმედებაც. ბოლო ზარის ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდადებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. გაიმართა შაშის ტურნირში გამარჯვებულების დაჯილდოებაც, სადაც პირველი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ დაიკავა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან №11 დაწესებულების ყველა მსჯავრდადებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები