„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელებმა ბათუმში სამუშაო შეხვედრები გამართეს
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინიციატივით, დასავლეთ საქართველოში მომუშავე საბურავების იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ამავდროულად „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წევრები არიან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პიარსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელშიც „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ირმა პატარაია, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი და ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასოციაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, შეგროვებული და გადამუშავებული ნარჩენების სტატისტიკური მონაცემები წარადგინეს.
,,სამუშაო შეხვედრაზე გარემოსდაცვითი მოთხოვნების და რეგულაციების მნიშვნელოვანი გამოწვევებიც განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამომავლო სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვას, მათ შორის – ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რეგიონულ თანამშრომლობასა და ნარჩენი საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის აუცილებლობას დაეთმო.
ასოციაციის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენის შემდეგ, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, მსგავსი სახის გასვლითი სამუშაო შეხვედრები არსებითად უწყობს ხელს სპეციფიკური ნარჩენების მართვის მოდელის განვითარებას საქართველოში.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს ინტენსიურად მართავს”,- წერია ინფორმაციაში.