ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და გლობალურ სტარტაპ პლატფორმას – „THE Crossroads“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი (KUCA), გლობალურ სტარტაპ პლატფორმასთან – „THE Crossroads“ ითანამშრომლებენ. მხარეებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და THE Crossroads-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ.

„ახალი პარტნიორობის მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მის გარშემო არსებული ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ და სამეწარმეო ჰაბად.

მემორანდუმი ითვალისწინებს KIU-ს ბაზაზე თანამედროვე ინოვაციების ცენტრის  შექმნას და ამოქმედებას; მსოფლიო დონეზე აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; საქართველოს გლობალური ინოვაციური ხიდის სტატუსის განმტკიცებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები