საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო”, ,,ქუთაისის აეროპორტი” და ,,ყაზბეგი”, რისკის პროფილისა და მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 421,39 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები იპოვეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 53 731,84 ლარი შეადგინა. ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ პირებს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 34 930,97 ლარის ოდენობით შეეფარდათ.