გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ღამით, სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ მოხდა.

მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციის თანამშრომელია.

რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

,,კვირა” დეტალებს შსს-ში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები