ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას [პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
უკრაინის დედაქალაქში მერცს, მაკრონს და სტარმერს შეუერთდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ოთხივე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
„ჩვენ კიევში ვიდგებით უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად „რუსეთის მიმდინარე შემოჭრის ფონზე“, – დაწერა მერცმა სოციალურ ქსელში.
ეს მერცის პირველი ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა გერმანიის კანცლერი.