ტუსკმა ფიცო მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დასწრების გამო გააკრიტიკა

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დასწრების გამო გააკრიტიკა.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მსოფლიოს ამ ნაწილიდან და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყოს წითელ მოედანზე და აღნიშნოს გამარჯვების დღე მათთან ერთად, ვინც კლავს ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ესხმის თავს სხვა ქვეყნებს“, – აღნიშნა ტუსკმა.

როგორც მედია იუწყება, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი ევროკავშირის ლიდერია, რომელიც წითელ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მისმა ვიზიტმა ევროკავშირის ოფიციალური პირების კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც ამ მოგზაურობას კიევის მიმართ ევროპული სოლიდარობის შელახვად მიიჩნევენ.

მოსკოვში ფრენისას, ფიცო იძულებული გახდა შემოვლითი გზით ემოგზაურა მას შემდეგ, რაც ბალტიის ქვეყნებმა სლოვაკეთისა და სერბეთის ლიდერებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს, რითაც მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე მათ დასწრებაზე პროტესტი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები